AVON GEORGIA AVON თბილისში  
AVON საქართველოში
AVON რეგისტრაცია 
AVON ინფორმაცია
599-97-40-67 593-28-76-38
მთავარი | ჩემი პროფილი | გამოსვლა

თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი |ჯგუფი "სტუმრები" | RSS

 
Меню сайта
Мини-чат
Наш опрос
თქვენ იცნობთ პროდუქტები AVON ?
სულ პასუხი: 209
Статистика

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Форма входа

   კომპანია AVON-ის წარმატების ისტორია-ეს არის თითოეული ქალის წარმატების ისტორია, რომელმაც გაათვითცნობიერა პასუხისმგებლობა მთელი მსოფლიოს წინაშე და დარწმუნდა იმაში, რომ მას ძალუძს შეცვალოს იგი უკეთესობისაკენკომპანია AVON-მა დიდი გზა განვლო მას შემდეგ, რაც მისმა დამფუძნებელმა დევიდ მაკკონელიმ 1886 წელში, გამოუშვა გაყიდვაში პირველი პროდუქტი- პარფიუმერული ნაკრები Little Dot Perfume Set. დღესდღეობით AVON არის მსოფლიოს ერთერთი უმსხვილესი კომპანია, რომელმაც სახელი გაითქვა იმით, რომ დანერგა და განავითარა პირდაპირი გაყიდვების სისტემა. ქალბატონებისათვის პარფიუმერიისა და კოსმეტიკის შეთავაზება სავაჭრო აგენტების შუამავლობით გაჩნდა იმ პერიოდში, როდესაც დევიდი მუშაობდა კომივოიაჟორად ჩიკაგოს ერთერთ გამომცემლობაში. თავის კლიენტ ქალბატონებს დევიდი წიგნის შეძენისთვის საჩუქრად აძლევდა სუნამოს პატარა ფლაკონს. ეს პატარა საჩუქარი იმდენად პოპულარული გახდა მის კლიენტებს შორის, რომ დევიდი დაფიქრდა: "სინამდვილეში რას ელიან მისგან ქალბატონები: წიგნს თუ სუნამოს ახალ არომატს?" დევიდ მაკკონელიმ გაცილებით უფრო დიდი პერსპექტივა დაინახა პარფიუმერიაში და წიგნები წარსულად იქცა მის ცხოვრებაში. სწორედ ასე 1886 წელს ჩამოყალიბდა კომპანია California Perfume. ."კალიფორნიის პარფიუმერული კომპანიის" პირდაპირი გაყიდვების უნიკალური სტრუქტურის შექმნის საავტორო უფლება ეკუთვნის კომპანიის პირველ თანამშრომელს, მისის პერსის ფოსტერ იმს ალბის. სწორედ იგი მიხვდა, რომ ქალები მშვენივრად გაუმკლავდებიან სავაჭრო აგენტების როლს მეგობრების, მეზობლებისა თუ ნათესავებისათვის პერფიუმერიის შეთავაზების გზით. ქალბატონებმა ხომ ყველაზე უკეთ იციან ერთმანეთის მოთხოვნილებები და სურვილები. ეს იყო ურთიერთობის, შემოსავლის მიღების და თვითრეალიზების შესაძლებლობა, რომელსაც სთავაზობდა კომპანია ქალებს და შესაბამისად ეს იყო ჭეშმარიტად რევოლუციური გადაწყვეტილება, რადგანაც მე-19 საუკუნეში ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც კი არ ჰქონდათ. 
    ეს იყო ფანტასტიური იდეა, რომელიც საშუალებას აძლევდა დასაქმებულ ქალს, წარმატებით შეეთავსებინა სამსახური და ოჯახური ვალდებულებები. ნებისმიერ ქალს შეეძლო გამხდარიყო "კალიფორნიის პარფიუმერული კომპანიის" სავაჭრო აგენტი. ერთადერთი სამუშაო პირობა იყო ის, რომ მათ უნდა შეეთავაზებინათ პროდუქცია მხოლოდ იმ რაიონებში, სადაც მას იცნობდნენ. ასეთი გზით ქალბატონები იხვეჭდნენ ნდობას ადგილობრივ კლიენტებს შორის.ე-19 საუკუნის ბოლოს "კალიფორნიის პარფიუმერულ კომპანიაში" დასაქმებული იყო უკვე 5 ათასი სავაჭრო აგენტი, კომპანიის მასშტაბები იზრდებოდა ყოველწლიურად. კომპანიამ მრავალ ქალს მისცა შესაძლებლობა მიეღოთ სოლიდური შემოსავალი პარფიუმერული პროდუქციის გაყიდვის გზით. 1897 წელს ნიუ იორკის შტატის ქალაქ საფერნში კომპანიამ ჩამოაყალიბა საკუთარი ლაბორატორია, სადაც შრომობდა ათეულობით ადამიანი. უკვე 1899 წელს გაჩნდა საჭიროება ლაბორატორიის ერთიორად გაფართოების, ხოლო გასული საუკუნის 20-იან წლებში ლაბორატორია გაიზარდა 20-ჯერ. დღეს - ეს არის მოწინავე მეცნიერულ-კვლევითი ცენტრი, რომელიც აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე მოწყობილობებით.საფერნის ლაბორატორიაში მუშაობს 300-ზე მეტი წარმატებული სპეციალისტი და მეცნიერი: ბიოქმიის, ფარმაკოლოგიის, მოლეკულური მოდელირების, ბაქტერიოლოგიის და სხვა კოსმეტოლოგიური მიმართულებებით. ყოველწლიურად AVON-ის ლაბორატორიაში იქმნება 1000-მდე ახალი პროდუქტი, აქედან უმეტესობა იქცა უნიკალურ აღმოჩენად კოსმეტოლოგიის დარგში.
Поиск
Календарь
«  ნოემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
Друзья сайта
  • Официальный блог
  • Сообщество uCoz
  • FAQ по системе
  • Инструкции для uCoz
  •  

    Copyright MyCorp © 2017